Site icon Civil.ge

საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.2%-ით გაიზარდა; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.8%-ითაა მომატებული; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 12.3%-იანი ზრდა; ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 8.1%-იანი ზრდა; საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი – 21.52%-იანი კლება.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.5%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (3.7-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)