საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 მარტის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მკვიდრი.
სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.
ამავე ცნობებით, უკანონოდ დაკავებულს ქართულ მხარეს გორის მუნიციპალტეტის სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე დღეს გადმოსცემენ.
დღესვე, განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს გენადი ბესტაევს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- სუსი-ს თქმით, საოკუპაციო ხაზებთან უკანონო დაკავებები არ მოხშირებულა
- ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)