Site icon Civil.ge

პრეზიდენტი: ევროკავშირის შუამავლობა ჩვენგან „პასუხისმგებლობის აღებას“ მოითხოვს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 1 მარტი, 2021, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ გუშინ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით განახლებული დიალოგის ფონზე, „პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით“ .

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა იმის მანიშნებელია, რომ „საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის“.

„ნუთუ, მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო?“, – იკითხა პრეზიდენტმა და მოლაპარაკების მხარეებს „პასუხისმგებლობის აღებისკენ“ მოუწოდა.

„[ევროკავშირში] ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)