ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე 2 მარტს მომხდარი თავდასხმისთვის შსს-მ ოთხი პირი დააკავა.
დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბადრი ბასიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოფისზე თავდასხმაში მინიმუმ 4 მამაკაცი მონაწილეობდა და ისინი ოფისს ქვებსაც ესროდნენ.
ბასიშვილის მტკიცებით, ოფისის „დარბევის“ უკან „წახალისებული ოცნების აქტივისტები“ იდგნენ.
ინციდენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით განახლებული მოლაპარაკებების დაწყდებიდან ერთ დღეში მოხდა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტი: ევროკავშირის შუამავლობა ჩვენგან „პასუხისმგებლობის აღებას“ მოითხოვს
- სამართალდამცველებმა პარლამენტის პიკეტირებისას შვიდი პირი დააკავეს
- ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
- ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანზე თავდასხმისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა
- სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)