Site icon Civil.ge

ევროკავშირის შუამავლობით დიალოგის ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმას ცვლის

Акция протеста оппозиции перед зданием парламента, 23 февраля, 2021 г. Фото: Гурам Мурадов/Civil.ge

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ პიკეტამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია მმართველ გუნდთან ევროკავშირის შუამავლობით განახლებული მოლაპარაკებების ჩაშლის ჩავიდან აცილების მიზნით, დაანონსებული საპროტესტო აქიების ფორმას ცვლის.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით დაწყებული დიალოგის ფონზე პარლამენტის პიკეტირებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების გამო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოლაპარაკების მხარეების კრიტიკა უძღვოდა. დიალოგის განახლებიდან მეორე დღეს, „არათანმიმდევრული“ და „დესტრუქციული ქმედებების“ გამო ოპოზიცია გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკრიტიკა.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიას უთხრა, რომ საპროტესტო აქციები იმგვარად მოდიფიცირდება, რომ „არ არსებობდეს საშიშროება სამართალდამცველებსა და პროტესტანტებს შორის რაიმე შემხებლობის და იმგვარი უკანონო დაკავებების, რომლებიც გუშინ ვიხილეთ“.

უფრო კონკრეტულად, ხვალ მთავრობის კანცელარიის პიკეტირება, ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობით შეიცლვება, რომელიც 13:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და რუსთავისკენ დაიძვრება, „სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია“. შეიცვლება 9 და 11 მარტს შსს-თან და საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფორმაც. 20 მარტამდე გადაიდო 13 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაც.

„[მნიშვნელოვანია], რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საბაბი გადაბრალებების და თავის დაძვრენის იმ ვალდებულებებისგან, რაც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე აიღეს“, – განაცხადა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

იგივე გაიმეორა სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ და დაამატა, რომ ოპოზიციაში მოლაპარაკების შედეგებს დაელოდებიან და სამომავლო სტრატეგიას უკვე ამის შესაბამისად დაგეგმავენ.

ოპოზიციამ ახალი არჩევნების ჩატარებისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციების განახლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, 26 თებერვალს, ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სტუმრობამდე დაანონსა.

ახლა ხელისუფლებასა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას ბრიუსელში ევროკავშრი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ქვეყანაში არსებული პოლიტუკური ჩიხის გადაჭრაში პროგრესის შესატანად ზუსტად ორი კვირა აქვთ დარჩენილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)