ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საშუამავლო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
„არსებობს გეგმები [საქართველოში ჩასვლის], ახლა განვიხილავთ იქნება, თუ არა ეს ვიზიტი სასარგებლო. იქმნება საგარეო საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტებული საშუამავლო ჯგუფი და მასში აუცილებლად შევა ერთზე მეტი ქვეყანა“, – ამბობს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ლანდსბერგისის სიტყვებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინსიტრმა განაცხადა – „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს სიგნალი არა მხოლოდ ლიეტუვიდან გაეგზავნოს, ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგანაც საუბარია საქართველოს ევროპულ და ტრანს-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.
საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ქართული სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
1 მარტს, თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „დროა ფასილიტატორობიდან შუამავლობაზე გადავიდეთ და ხელახლა დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი“.
ასევე წაიკითხეთ:
- მედია: ევროკავშირის შუამავლობით განახლებული დიალოგისას ექვს საკითხზე იმსჯელეს
- ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
- ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ კრიზისს გამოეხმაურნენ
- სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)