საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მარტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულების სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული ამოიღო. ამასთან, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან „ჰეროინი“ საკონტროლოდაც შეისყიდეს და პროცესი გადაიღეს.
საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მუხლით (სსსკ-ის 260-ე) მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და შემოტანისთვის ირანის მოქალაქე დააკავა
- შსს-მ 9 ნარკორეალიზატორი დააკავა
- შსს-მ 1 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- შსს-მ 0.5 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)