Site icon Civil.ge

11 მარტი, 1921: სახალხო გვარდიამ ოკუპირებული ქუთაისიდან რესპუბლიკის ქონება გამოიხსნა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელი. ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• ქართულმა ჯავშანმატარებელმა ალფეს გოგუაძის მეთაურობით შეუტია ქუთაისის სადგურს და გამოიხსნა იქ დატოვებული ქონების ნაწილი. მოწინააღმდეგის ერთნახევარი ასეული კი, რომელიც სადგურს იცავდა, თითქმის მთლიანად განადგურებულ იქნა.

• დილის 11 საათზე მაიორ თალაათ ბეის მეთაურობით ბათუმში შევიდა თურქული ბატალიონი თითქოსდა ქართველთა დასახმარებლად.  

• ახალციხიდან დაიძრა ჟლობას შენაერთი გოდერძის უღელტეხილის გავლით, ბათუმზე სალაშქროდ.

• რუსული ნაწილები შევიდნენ ზესტაფონსა და სოფელ სვირში.  

• რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს სენაკი.