Site icon Civil.ge

12 მარტი, 1921: დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა რევკომს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას სთხოვს

სამხედრ მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, მის უკან მარცხვნივ რესპუბლიკის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, მარჯვნივ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, 1920 წლის მაისი, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავის საიუბილეო სამხედრო აღლუმი. ფოტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინო ქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე

• ქართულმა ნაწილებმა დაიხიეს რიონის მარცხენა სანაპიროსაკენ და გამაგრდნენ საჯავახოს ხაზზე.

• გრიგოლ ლორთქიფანიძემ რევკომს „რადიო მიმართვა“ გაუგზავნა და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერება და მოლაპარაკებების დაწყება ითხოვა.