საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 12.0%-ით შემცირდა და 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი გახდა.
ექსპორტის მოცულობა 6.8%-ით 494.7 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტმა კი – 14.1%-ით დაიკლო და 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% იყო, რაც 664.6 მლნ. აშშ დოლარია.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო
- საქსტატი: 2020 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9%-ით შემცირდა
- საქსტატი: იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)