Site icon Civil.ge

16 მარტი, 1921: თურქულმა ჯარმა ბათუმის ნაწილი დაიკავა

ქალაქ ბათუმში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი. 1920 წლის 7 ივლისი. ფოტო პირველი რესპუბლიკის კინოქრონიკიდან. დაცულია ეროვნულ არქივში.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

16 მარტისათვის ბათუმის ოლქში მყოფი თურქული ძალები 3 500 კაცს შეადგენდა, ბათუმში გაჩნდა ხმები, რომ ისინი აპირებდნენ ქართული ჯარის განიარაღებას. თურქული პატრულები ქალაქში ძალზე გააქტიურდნენ.   

ქართულმა ნაწილებმა მოსალოდნელი შეტაკების წინ ბათუმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორტი დაიკავეს.  

მოსკოვში, საქართველოს გარეშე, დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც ბათუმის ოლქი საქართველოს მიეკუთვნა, ხოლო ართვინი და არტაანი კი თურქეთს.