Site icon Civil.ge

18 მარტი, 1921: მთავრობისა და კრების წევრთა ნაწილი ემირგაციაში წავიდა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები მოქალაქეებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს. 1919 წლის 26 მაისი. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• ღამით საქართველოს მთავრობამ, დამფუძნებელი კრების წევრების ნაწილმა, სარდლობამ და იუნკრებმა იტალიური გემებით დატოვეს საქართველო.

• ქუთაისში დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკებები საბჭოთა რუსეთის, საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებაზე არ იქნა დაკმაყოფილებული ბოლშევიკების მოთხოვნა, რომ საქართველოს გამოეცხადებინა კაპიტულაცია. შეთანხმება მოხდა, მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე და ბათუმიდან თურქთა ერთობლივ განდევნაზე, რაც განხორციელდა კიდეც