უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 18 მარტის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მცირედით კვლავ მსუბუქდება, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
კერძოდ, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა უკვე დასაშვები იქნება. 1 აპრილიდან კი – მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინო-თეატრები განაახლებენ.
- შეზღუდვების გახანგრძლივება თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს
- ფოტოამბავი: საპროტესტო აქცია შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას მაყურებლის 30% შეძლებს. ამავე რაოდენობის მაყურებელს დასწრების საშუალება ექნება ძიუდოში 26-28 მარტს დაგეგმილ გრანდ სლემზეც.
საკოორდინაციო საბჭომ „ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის“ მიზეზით, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნა, ნოვრუზ ბაირამის მოახლოებულ დღესასწაულზე ერთი ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.
ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. მაშინ მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პირობა დადო. ქვეყანაში ყველა შეზღუდვა, მათ შორის, კომენდანტის საათი 1 თებერვალს უნდა მოხსნილიყო.
ასევე წაიკითხეთ:
- მთავრობა ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
- 8 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვათა ნაწილი მოიხსნება
- მთავრობამ შეზღუდვათა ნაწილის მოხსნისა და გახანგრძლივების გეგმა წარადგინა
- მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადაავადა
- მთავრობამ ორთვიანი მკაცრი შეზღუდვების გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)