Site icon Civil.ge

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, 11 ნოემბერი, 2018, ფოტო: facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მარტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, ქართული ოცნების დეპუტატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი დანიშნა. იგი უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

წულუკიანის დანიშვნას 16 მარტს პარლამენტის მიერ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფისთვის მხარდაჭერა უძღვოდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას კვლავ მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს.

სამინისტროების გაყოფის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა ცალკე გამოყო კულტურის კომიტეტიც, რომლის ხელმძღვანელადაც ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აირჩია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)