Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.3293 ლარი იყო.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე სავალუტო აუქციონია. სებ-მა ბოლოს ასევე 40 მლნ აშშ დოლარი 18 თებერვალს გაყიდა. ჯამში, წელს ერვონულმა ბანკმა აუქციონზე უკვე 160 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარი 3.3326 ლარი ღირს, 23 მარტს ის 3.3299 ლარი ეღირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)