Site icon Civil.ge

ბლინკენი და ბორელი მზად არიან საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას მომავალშიც უპასუხონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი (მარჯვნივ), ფოტო: Twitter/SecBlinken

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრის შესახებ გავრცელებული ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, „უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შემდგომშიც კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას და სამხედრო პოზიციონირებას“.

განცხადების თანახმად, ამერიკელმა და ევროკავშირის დიპლომატებმა „ასევე გადაწყვიტეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ყოვლისმომცველი რეფორმების წახალისების მიზნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)