წყარო: ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919. თბილისი, sovlab, 2016.
საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის საგანგებო განყოფილებამ თბილისში დააპატიმრა დაშნაკციუთუნის პარტიის წევრები, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრები გარეგინ ტერ-სტეფანიანი და ტიგრან ავეტისიანი. დამფუძნებელი კრების წევრების დაპატიმრების ძირითად საფუძველი სომხეთში დაშნაკციუთუნის პარტიის მიერ წარმოებული აჯანყების მხარდაჭერა და საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლა გახლდა. დაშნაკცუთიუნის წევრებმა საპატიმრო 1921 წლის აპრილში დატოვეს, მას შემდეგ რაც ლოიალობა გამოუცხადეს და აღიარეს საბჭოთა ხელისუფლება.
ორივე მათგანი შემდგომში არაერთხელ იყვნენ დაპატიმრებული, საბოლოოდ კი ტიგრან ავეტისიანი 1938 წელს დახვრიტეს, ხოლო გარეგინ ტერ სტეფანიანის ბედი 1922 წლიდან უცნობია.