საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 აპრილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს.
სუს-ის ცნობით, რამაზ ბეღლური 2021 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. რამდენიმე დღეში მას ცხინვალის „სასამართლომ“ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის განცხდებით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად „აქტიური მუშაობა“ მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ასევე საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში განიხილებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო
- პოლიციამ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავება აღკვეთა
- ერგნეთში IPRM-ის 98-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)