Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი თამარ ტყეშელაშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ საპარლამენტო მდივნად თამარ ტყეშელაშვილი დანიშნა.

ტყეშელაშვილმა ამ თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნია შეცვალა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გაბუნია თანამდებობაზე 2018 წლის დეკემბრიდან მსახურობდა.

პროფესიით იუსრისტი, თამარ ტყეშელაშვილი 2020 წლის სექტემბრიდან სამართლებრივ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია. 2019-2020 წლებში იგი იურიდიული ფირმა MKD Law-ს პარტნიორი, 2016-2019 წლებში კი – პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)