საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 4.2 %-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ჯანმრთელობის დაცვა (13.6%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12.0%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (8.9%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.7%-იანი ზრდა).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (36.1%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა 27.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
- საქსტატი: თებერვალში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა
- ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა
- საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)