ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1, სტამბოლი / პარიზი
სოციალისტები და საქართველო
ბალტიის მხარის სახელმწიფოები.
ბალტიის მხრის რესპუბლიკების კონფერენციამ, რომელიც შეიკრიბა ქ. რიგაში, თანაგრძნობის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს საგარეო მინისტრ.
ლატიშთა [ლატვიელთა] სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ გამოიტანა საპროტესტო რეზოლუცია და გამართა მთელი რიგი მუშათა მიტინგები, რომელთაც აუარებელი ხალხი დაესწრო და რომელზედაც რუსეთის თავდასხმის პოლიტიკა დაგმობილ იქნა, როგორც იმპერიალიზმის უსაშინლესი ფორმა, წითელ სამოსელში გახვეული.
რეზოლუციებში მკაფიოდ არის გატარებული ის აზრი, რომ ასეთი მუხანათობა მოსალოდნელია რუსეთის მხრივ დანარჩენ მცირე რესპუბლიკებისადმიცო.