Site icon Civil.ge

სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობისთვის 2 პირი დააკავა

ფოტო: ssg.gov.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 აპრილის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა 300 000 ევროს სანაცვლოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ამერიციუმ 241“-ის უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ქალაქ ქუთაისში 2 პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და 5-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)