საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც მძევლად რამდენიმე ადამიანი ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, მძევლები კი – გათავისუფლებულნი.
მედიასთან საუბარში სირაძემ თქვა, რომ ბანკზე თავდამსხმელი ერთი პირი იყო. თავდასხმის შედეგად „დაზიანება არავის მიუღია და ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილ იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფებში“, – აღნიშნა მანვე.
სირაძეს თავდამსხმელის მოთხოვნებისა და მძევლების ზუსტი რაოდენის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტეს, რომ თავდამსხმელი ბანკის ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და მძევლად 7 ადამიანი აიყვანა.
უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარებს (სსსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლები).
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ძმას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
- თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულმა პირმა 9 მძევალი აიყვანა
- შსს-მ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა დაადასტურა
- შსს – ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება დამნაშავის დასაკავებლად
This post is also available in: Русский (რუსული)