რუსეთის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, სერგეი ნაზაროვის ხელმძღვანელობით 15 აპრილს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებული აფხაზეთს ესტუმრა. სოხუმში ნაზაროვი აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიასა და „პრემიერ-მინისტრ“ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 15 აპრილს ბჟანიასთან შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს, რომელიც ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.
„აფსნიპრესის“ ცნობით, ანქვაბთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს, მათ შორის, მოსკოვისა და სოხუმის კანონმდებლობების ჰარმონიზაციისთვის მზადების საკითხი.
დღესვე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტყვარჩელს ესტუმრა და რუსული ფინანსური დახმარებით ადგილობრივი ობიექტების აღდგენის პროცესი შეამოწმა. გუშინ, ნაზაროვი იმავე მიზნით გაგრაში ჩავიდა და მოსკოვის მიერ დაფინანსებული სამუშაოები დაათვალიერა.
ასევე წაიკითხეთ:
- კორონავირუსისგან განკურნებული ანქვაბი რუსეთიდან აფხაზეთში დაუბრუნდა
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსკოვში დაურ კოვეს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)