ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1
სოციალისტები და საქართველო
პოლონეთი
მთელი პოლონური პრესა ენერგიულ კამპანიას აწარმოებს საქართველოზე თავდასხმის და მისი დაპყრობის წინააღმდეგ. ამ კამპანიას სათავეში უდგას სოციალისტური პარტია დაშინსკის ხელმძღვანელობით.
დაშინსკიმ ამ თავდასხმის გამო შეკითხვა შეიტანა სეიმში და ცხარე სიტყვების შემდეგ, რომელშიაც დიდ თანაგრძნობას უცხადებდნენ საქართველოს და გმობდნენ რუსეთის ველურ პოლიტიკას, სეიმმა მიიღო დაშინსკის წინადადებით მკაცრი საპროტესტო რეზოლუცია