Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „იმედგაცრუებულია ვაშინგტონში გულწრფელი საუბრის“ არასწორი გადმოცემით  

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

„ვაშინგონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემა იმედს გვიცრუებს“, -დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურომ ევროპასა და აზიაში Twitter-ზე 17 აპრილს და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისს მიაღწიონ“.

განცხადებას წინ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში სამუშაო ვიზიტი უძღვოდა, სადაც იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმიტს, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა.

აშშ-ის განცხადებას „გულწრფელი საუბრების“ შესახებ დროში დაემთხვა ქართული ოცნების განცხადება, რომ პარტიამ 31 მარტს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად. ძირითადი ოპოზიციური პარტიები დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებდნენ და ორ მთავარ მოთხოვნაზე – ახალი არჩევნების ჩატარებასა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე პროგრესს ითხოვენ.

ამერიკიდან კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან განაგრძობს მოლაპარაკებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)