საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ საქართველოს მოქალაქე, 46 წლის დავით შარტავა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებში 2003-2006 წლებში მსახურობდა, უკრაინაში, დონეცკის რეგიონის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, დავით შარტავა 128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადის უფროსი სერჟანტი იყო. იგი „მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო ფორმირებების მიერ“ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
დავით შარტავა უკრაინის შეიარაღებულ ძალების ქართულ ლეგიონს უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)