ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1
სოციალისტები და საქართველო
ავსტრიის სოციალისტები
როგორც პარტია, ისე მისი მეთაურებმა, განსაკუთრებით ფრიდრიხ ადლერი (ავსტრიელი პოლიტიკოსი, ავსტრიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებლის ვიქტორ ადლერის შვილი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა), ეწევიან აგიტაციას საქართველოს სასარგებლოდ.
იტალიის სოციალისტები
იტალიის სოციალისტურ პრესაში დაიბეჭდა ჩვენი პროტესტი და მოწოდებები, და გამოქვეყნდა „უნიონ სოციალისტ-იტალიანა“-ს რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ.