ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1
სოციალისტები და საქართველო
ახალი სხივი.
ბოლშვეიკების ხელში გაზ. „ახალი სხივი“ გამოვიდა მხოლოდ სამი ნომერი. შემდეგ იგი ბოლშევიკების სამართლიანი კრიტიკისთვის დახურეს და თანამშრომელნი: კირილე ნინიძე, ნიკოლოზ იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა დააპატიმრეს.
გაზეთ „ახალი სხივის“ გამომცემლები 1920-1921 წლებში სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში არსებული შიდაოპოზიციური ფრაქციის წვერები იყვნენ. გაზეთი „ახალი სხივი“ 1920 წლის მაისში გამოსცეს დამფუძნებელი კრების წევრებმა კირილე ნინიძემ, მუხრან ხოჭოლავამ, ნიკიფორე იმნაიშვილმა და სხვებმა. 1920 წლის ბოლოდან განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა „ახალი სხივის“ წევრებსა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტს შორის. „ახალი სხიველები“ მოითხოვდნენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულიყო პარტიაში შიდა დემოკრატიული მართვის სისტემა, მინისტრებს აკრძალვოდათ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობა. 1921 წლის 11 თებერვალს დამფუძნებელი კრების 10 წევრმა წარადგინა დეკლარაცია, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ისინი ტოვებდნენ სოციალ–დემოკრატიულ პარტიას და ქმნიდნენ დამოუკიდებელ ფრაქციას, შემდგომში ფრაქციას კრების კიდევ 2 წევრი შეუერთდა, ფრაქციის განცხადებით პარტიის წევრთა 1/3 მათი მიმდევარი იყო და ტოვებდნენ სოციალ–დემოკრატიულ პარტიას. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.