Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4447  ლარი იყო.

არსებული მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4521 ლარი ღირს, 23 აპრილს კი – ის 3.4462 ლარი ეღირება.

ეს 2021 წლის უკვე მეშვიდე აუქციონია. წინა ექვს აუქციონზე სებ-მა უკვე 212.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)