Site icon Civil.ge

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე თბილისს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ მარკ ლაროშს შეხვდა, 22 აპრილი, 2021, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი მარკ ლაროში 22 აპრილს თბილისს ეწვია, სადაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებულ კომბინირებულ გაცვლით სწავლებაზე (JCET) და მასში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის ჩართულობაზე, ასევე ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

მადლობა გადაუხადა რა ლაროშს საქართველოს თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესში აშშ-ის „მხარდაჭერისა“ და „დახმარებისთვის“, გენერალმა მათიაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპის სარდლობასთან თანამშრომლობა „ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“ და ამ კუთხით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საქართველოს მზაობა გამოხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)