სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4% შეადგინა.
2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია შეინიშნა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)