Site icon Civil.ge

ფოტოამბავი: აღდგომის ლიტურგია თბილისის სამების საკათედრო ტაძარში

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობა 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ აღავლინა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

დავით შალიკაშვილის ფოტოები Civil.ge-სთვის სამების საკათედრო ტაძრიდან: 

კათალიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელში
ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში
მარცხნიდან მარჯვნივ: ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე.
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
სააღდგომო ლიტანია
ცენტრში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი

კათალიკოს-პატრიარქი ილია II
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)