ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი USCGC HAMILTON (WMSL 753) ბათუმის პორტს პირველი ვიზიტით მას შემდეგ ესტუმრა, რაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნები გამართა. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპა-აფრიკის სარდლობა ავრცელებს.
ამერიკულ დელეგაციას კაპიტან ტიმოთი ქრონინის ხელმძღვანელობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
„აშშ-ის სანაპირო დაცვა მოელის, რომ მეტი შესაძლებლობები იქნება უზრუნველყოფილი, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან და შავ ზღვაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ მუშაობას ზღვაზე კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად“, – განაცხადა კაპიტანმა ქრონინმა.
ბათუმის პორტში შესვლამდე აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ესპანეთსა და იტალიას სტუმრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC).
აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის პორტს 6 მაისს დატოვებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს
- ბათუმის პორტს ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი სტუმრობს
- ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
- აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)