Site icon Civil.ge

საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის წვრთნებში მონაწილეობს 

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობამ 3 მაისს ყოველწლიური წვრთნა Trojan Footprint 21 დაიწყო, ფოტო: ge.usembassy.gov

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობამ 3 მაისს ყოველწლიური წვრთნა Trojan Footprint 21 დაიწყო, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა.

წვრთნების მთავარი მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა გაუმკლავდნენ უამრავ საფრთხეს, ასევე „ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებთან“ ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე წვრთნებში გერმანიის, ესპანეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის სპეციალური ძალები (მწვანე ბერეტები) საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან სხვადასხვა ადგილებში საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის მასშტაბით. წვრთნები 14 მაისს დასრულდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)