Site icon Civil.ge

მაისი, 1921: საბჭოთა საქართველოში სურსათზე ფასები კატასტროფულად იზრდება

საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის აღლუმი თფილისში. ფოტო ეროვნული არქივიდან.

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2

ამბები საქართველოდან

ფასები სანოვაგეზე. მჭადის ფქვილი 100 000 მანეთზე მეტი (გაურკვეველია წონა). გირვანქა [0.5 კგ.] ხორცი – 10 000 მანეთი. კვერცხი თითო 1200-1300 მანეთი. ყველი გირვანქა 5 000 მანეთი და სხვა.

წყვილი ფეხსაცმელი ნახევარი მილიონი. წაღები მილიონ ნახევარი და სხვა.

ფასები ყოველ დღე მატულობს. სპეკულიაცია თავაშვებულია და წარმოუდგენელის სისწრაფით ვითარდება.