Site icon Civil.ge

18 მაისი, 1921: ქუთაისში ლენინის გაკრიტიკების გამო მოქალაქეები დააპატიმრეს

ვლადიმერ ლენინი. ფოტო www.britannica.com-დან.

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2

საქართველოს ამბები

გასამართლება. 18 მაისს, ქუთაისში შესდგა გასამართლება ვ. ლენინის და ნ. ჟორდანიასი. თეზისები წინდაწინვე იყო წარდგენილი და ნება დართული კომუნისტების რევკომისაგან.

გასამართლებამ მაინც მოულოდნელი შედეგები მოიტანა. მოსამართლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ რომელიც ძალიან ბევრი დაესწრო და გასამართლებაში მონაწილეობას ღებულობდა. ვ. ლენინს სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო ნოე ჟორდანია ცამდე აიყვანეს. ამით გაბრაზებულმა საშა გეგეჭკორმა (ქუთაისის რევკომის თავმჯდომარეა) ინიციატორები იქვე დააპატიმრა.