საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა და 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.6%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა, იმპორტი კი 10.1%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2021 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)