წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 11.
ახლა თქვენ დაწვრილებით გეცოდინებათ ჩვენი ამბები. ყოველ შემთხვევაში ერთი სამთაგან გამოსულია აქედან. დანარჩენი ორი ვაჭრობენ. ისეთ რამეს თხოულობენ, რის მიცემა მათ დამპალ საქონელში ჩვენ არ შეგვიძლია [გაურკვეველია რას შეეხება ეს ინფორმაცია]. იქაც გამოუგზავნეს თავიანთებს განკარგულება თქვენთან ყოველგვარი კავშირი შეწყვიტონ…
დაკავებულები გაანთავისუფლეს… გაანთავისუფლეს ანდრო [ჭიაბრიშვილი. დამფუძნებელი კრების წევრი და სახალხო გვარდიის ერთ-ერთი მეთაური, საბჭოთა ხელისუფლებამ 1921 წლის აპრილში დააკავა – რესპუბლიკა 100] მისი რაზმით.
დიდი სიმშილი გვიდგას წინ. შემოდგომის ნათესი ცოტა იყო და რაც იყო, ისიც გვალვამ ჩაკლა. გაზაფხულის ვერ დათესეს იმავე მიზეზით. ძველი თუ რამ იყო აღარაა. ჩვენი მუშები ერთ ნახევარს ღებულობდენ, არ ყოფნიდათ. ახლა ნახევარს ღებულობენ – იმასაც ხაზარულას. აქამდის ითმენდენ მარა ახლა აღიმაღლეს ხმა თვით. მემარცხენე სოციალსიტებმა გუშინ უარი თქვეს რკინიგზის სახელოსნოში ფულის მიღებაზე: ერთი დედლის ფასი მაინც მოგვეცითო, არ ვიცით რით გათავდა.
ნახევარი მილიონი მინიმუმია ოჯახისთვის თვეში. პური სამი ათას ხუთასია გირვანქა (დავჩაჩანდი ტომრით, ეგებ სადმე რამე, მარა ჯერ ვერას გავხდი). სპიჩკა ათასი მანეთი. მთელი ტიპოგრაფები რომ აამუშავონ, ვერ დააკმაყოფილებენ ფულის მოთხოვნილებას.
მოსკოვში და საერთოდ რუსეთში მუშათა ოპოზიცია თან და თან იზრდება. ეკატერინოსლავში სერიოზული აჯანყება დაიწყოო.
ანგორასთან როგორია მათი დამოკიდებულება, არ ვიცით, ჯარი კი მიყავთ იქით. როგორია მიზანი იაპონელთა, თავის საკუთარი ინიციატივით, თუ…
თქვენი სილვა