Site icon Civil.ge

ფოტოამბავი: ლევან ვასაძის ორგანიზებით თბილისში აქცია გაიმართა 

ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 მაისს აქცია გამართა, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის

ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური პოზიციით გამოირჩევა, თბილისში 16 მაისს აქცია გამართა, სადაც თავისი ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ გეგმები გაახმოვანა.

თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის პარკში გამართულ აქციაზე გამოსვლისას, ვასაძემ განაცხადა, რომ მისი მოძრაობა მალე პოლიტიკური პარტია გახდება, რათა დაძლიოს ის „გამოუვალი“ სიტუაცია, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში გამეფებული არის უსამართლობის, დაუსჯელობის, ხელისუფლების უხერხემლობის და რაც მთავარია – ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ღირსების, ჩვენი ფასეულობებისადმი აგდებული დამოკიდებულება“.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დაცული იყოს პრინციპი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ქვეყნის „გარეთ გატანილი რაღაცა უცხოური ორიენტირები არის დასახული ჩვენი ქვეყნის მთავარ მიზნად“. „ჩვენ არც ევროპის წინააღმდეგი არა ვართ, არც ამერიკის, საერთოდ არცერთი ცივილიზაციის ქვეყნის, მაგრამ მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკური ელიტა თითქოს დამუნჯებულია“, – – განაცხადა ვასაძემ.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შესახებ საუბრისას, ვასაძემ განაცხადა, რომ როგორც „გამწარებულ პრაგმატიკოსს“, მას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა დაელაპარაკოს „ოკუპანტს“, რადგანაც ქვეყანა ორ რეგიონს ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებს.

ვასაძემ „ნამახვანჰესის“ პროექტზეც ისაუბრა და სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „ბიუროკრატების“ მიერ ხელმოწერილი შეთანხმება გააკრიტიკა. მისი თქმით, ჰესის მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივების თანხმობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს, ის ხელისუფლებამ უნდა ააშენოს და მის მფლობელობაში უნდა იყოს.

70-წუთიან გამოსვლაში, ლევან ვასაძემ ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში 400 000 ნარკოტიკზე და 700 000 აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირია, ხოლო სპორტსმენების რაოდენობა მხოლოდ 18 000-ია. მისი თქმით, „გარყვნილების საჯარო პროპაგანდა“ უნდა აიკრძალოს. მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ არ დაუშვას ლგბტ პირთა აქციები.

ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 მაისს აქცია გამართა, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
საქართველოს დროშები ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, 16 მაისი, 2021, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
ვასაძესთან აფილირებული „ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურა მახარაძე აქციაზე გამოსვლისას, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისის აქციას სასულიერი პირიც დაესწრო, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-სთვის

ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად, 16 მაისი, 2021, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
16 მაისს ლევან ვასაძის მომხრეები შეიკრიბნენ, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს თავისი რვა შვილი წარუდგინა, 16 მაისი, 2021, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის
პლაკატზე მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედის“ ლოგოა გამოსახული, სადაც წერია „ერი“, 16 მაისი, 2021, ფოტო: დავით შალიკაშვილი Civil.ge-ისთვის

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)