დღეს ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და პრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტქ პირთა უფლებების დამცველმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ ლგბტქ პირების უფლებების შესახებ პანელური დისკუსია მოაწყო, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. დისკუსიას წინ 15 პარტიის გუშინდელი შეთანხმება უძღვოდა, რომლის საფუძველზეც ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლონ ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ქვემოთ პანელურ დისკუსიაზე პოლიტიკოსების მიერ ლგბტქ პირების უფლებების შესახებ გაკეთებული განცხადებებია წარმოგენილი:
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მოძალადე ადამიანების მიმართ სამართალდამცველი უწყების რეაგირება არ არის ადეკვატური. ეს ყალიბდება ამ ქვეყნის ძალიან საშიშ ტენდენციად“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „დღეს ლგბტქ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები ფიზიკურად დაუცველები არიან. თუ ეს პრობლემა არ მოაგვარა სახელმწიფომ, დიალოგის დაწყება შეუძლებელი იქნება“.
სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ჩვენ ხელმოწერით პასუხისმგებლობა ავიღეთ კონსტიტუციის აღსრულებაზე. ქართულმა ოცნებამ რომ არ მოაწერა ხელი, საინტერესოა, კონსტიტუციის რომელ პუნქტს არ ეთანხმება?“.
თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „საარჩევნო კოდექსში უნდა არსებობდეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას, რომლის საარჩევნო კამპანიაც დაფუძნებულია სიძულვილზე“.
თაკო ჩარკვიანი – კანონი და სამართალი: „ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობენ ლგბტქ ჯგუფებზე, ოდესმე მაინც გადააფასებენ მოვლენებს და მიხვდებიან, რომ თავად არიან არასწორი ინფორმაციის მსხვერპლნი“.
მმართველ პარტიას შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და არც დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნების დეპუტატი ლევან ქარუმიძე Twitter- ზე გამოეხმაურა: გილოცავთ ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის [საერთაშორისო] დღეს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ [ჩვენ] გარშემო გარშემო [მცხოვრებ ადამიანთა] დღეს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და ვგმობთ ლგბტქი+ პირებისადმი დისკრიმინაციას“.
ასევე წაიკითხეთ:
- დიპლომატიური მისიები ლგბტქი პირების უფლებების თანაბარი დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ
- ფოტოამბავი: ლევან ვასაძის ორგანიზებით თბილისში აქცია გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)