საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი 18-19 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი დღეს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა შეხვედრაზე გამოსვლისას კოლეგებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე.
ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილზე საუბრისას, მათიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა „ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის“.
სხდომამდე მათიაშვილი თავის თურქ, პოლონელ და რუმინელ კოლეგებს შეხვდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური 18 მაისს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს (SACEUR), აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს (EUCOM) გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს ესტუმრა
- სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ტელეფონით ისაუბრეს
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- სტოლტენბერგი: „ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს“
- საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)