ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ახალ მოადგილედ ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. იგი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.
მინისტრის მოადგილის პოსტზე ქვრივიშვილი თბილისში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ საწინაღმდეგო აქციის ფონზე დაინიშნა, სადაც აქტივისტები ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას და იმ ჩინოვნიკების, მათ შორის, ნათია თურნავას წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ, ვინც ჰესის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდა და მას ხელს აწერს.
საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნებით სიით შესვლამდე, 2019-2020 წლებში ქვრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2014-2019 წლებში იგი კერძო სექტორში საქმიანობდა, 2012-2014 წლებში კი – მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.
მარიამ ქვრივიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ბიზნეს ადმინისტრირების კურსი Berkeley-ს უნივერსტეტეტში აქვს გავლილი.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
- ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)