Site icon Civil.ge

სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოტო: gov.ge

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია პოსტზე დაახლოებით ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, დღეს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. თორიას გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია.

მედიის ინფორმაციით, იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახლადდაფუძნებულ პარტიას შეუერთდება.

მალხაზ თორია პოსტზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, 2020 წლის აგვისტოდან იგი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამავე წლის 6 აპრილიდან კი – მას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მალხაზ თორიას გადადგომამდე მაისის თვეში თანამდებობა მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდში მოიაზრებოდნენ. მათ შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)