Site icon Civil.ge

საქსტატი: მაისში წლიური ინფლაცია 7.7% იყო

ფოტო: unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივნისის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წლიური ინფლაცია 7.7% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (17.4-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (13.4%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (6.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.3%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: ტრანსპორტი (2.0%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (1.7%-იანი ზრდა); სასტუმროები და რესტორნები (1.4%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)