Site icon Civil.ge

უნგრეთში ჩინური უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოსვლებია

(ბუდაპეშტი, 5 ივნისი) ათასობით უნგრელი გამოვიდა ქუჩაში ბუდაპეშტში, ჩინური ფუდანის უნივერსიტეტის (შანხაი) დაარსების წინააღმდეგ. მის ბუდაპეშტში აშენებას 1.4 მილიარდი ევროთი ჩინეთის ბანკი აფინანსებს.

ბუდაპეშტის მაცხოვრებლები ჩინური ინვესტიციის არაეთიკურობაზე საუბრობენ, მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისდა გამო. მათ გულზე ხვდებათ ის ამბავიც, რომ უნივერსიტეტი სწორედ იმ ადგილას გაშენდება, სადაც ქალაქი აქაურ სტუდენტებს იაფიან საცხოვრისს პირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ვიქტორ ორბანმა პრესტიჟული “ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი” დედაქალაქიდან საგანგებო კანონის მიღებით განდევნა, რადგანაც ის ჯორჯ სოროსის მიერ ამ უნივერსიტეტის დაფინანსების წინააღმდეგი იყო.