Site icon Civil.ge

შარლ მიშელმა პუტინს დაურეკა და “დესტრუქციული მოქმედებების” შეწყვეტა მოსთხოვა

(ბრიუსელი, 7 ივნისი) ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაურეკა და უთხრა, რომ “ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ტენდენცია მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა რუსეთი დესტრუქციულ ქმედებებს შეწყვეტს”, იუწყებიან ბრიუსელიდან. მიშელმა ტვიტერში დაამატა, ურთიერთობების შემდგომი გაუარესება, “არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედისო”.