(ლისაბონი, 10 ივნისი) ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი იუწყება, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოქმედებისას, ევროკავშირში MDMA/ექსტასის კლასის ნარკოტიკების მოხმარებამ საგრძნობლად იკლო. სამაგიეროდ მოიმატა LSD, სხვა ჰალუცინოგენების, ასევე რეცეპტით გასაცემი ვალიუმისა და ქსანაქსის მოხმარებამ. რაც შეეხება მარიხუანას, კოკაინისა და ჰეროინის მოხმარებას, მათი დონე “სტაბილურად მაღალიაო” ამბობენ მკვლევარები.