(ლონდონი, 10 ივნისი) დიდ ბრიტანეთში ავიაბაზაზე დაშვებისთანავე, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი “მკაცრ პასუხს” მიიღებს მისი “დამაზიანებელი მოქმედებების” გამოო. ბაიდენი ევროპაში რვადღიანი ვიზიტითაა, რომელიც ნატო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტსაც მოიცავს, ხოლო ბოლოს კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჟენევაში შეხვედრით დაგვირგვინდება. ბრიტანეთში ბაიდენის ამოცანა ლონდონსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობის განმუხტვააო, ამბობენ კომენტატორები.