Site icon Civil.ge

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში 15 ივნისს შეიყრებიან

(ბრიუსელი, 15 ივნისი) ჟუზებ ბორელი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვარ ლიდერს ალბინ კურტის ბრიუსელში უმასპინძლებს. ეს კურტის არჩევის შემდეგ პირველი შეხვედრა იქნება და მიზნად ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ისახავს, ევროკავშირის შუამავლობით. ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგი გასულ შემოდგომას კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში, თუმცა სერბეთის ევროპული პერსპექტივისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.